ეროვნული უსაფრთხოება

ეროვნული უსაფრთხოება
• ცნების შინაარსი მოიცავს ერის, როგორც კულტურულ-პოლიტიკური ერთობის, ყველა იმ სასიცოცხლო პირობას, რომელიც უზრუნველყოფს მის მდგრად არსებობასა და განვითარებას. ტრადიციულად, ეროვნული უსაფრთხოება გულისხმობდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და მისი შინაგანი პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფას. იმ ისტორიული რეალობის კონტექსტში, რის დროსაც მოხდა ეროვნული უსაფრთხოების, როგორც პოლიტიკური ლექსიკონის ტერმინის ჩამოყალიბება, მისი დამკვიდრებული გაგება ასახავდა მსოფლიოს ერების წინაშე იმ პერიოდში მდგარი უსაფრთხოების პრობლემის ძირითად შინარსს. ისტორიულად, ქვეყნის უსაფრთხოება გულისხმობდა მისი მოსახლეობისა და საარსებო სივრცის დაცვას. მიიჩნეოდა, რომ ქვეყანა არის უსაფრთხოდ, თუ გარეშე მოძალადეთა შემოტევის საფრთხე აცილებულია, ხოლო შინაგანი წესრიგის დამრღვევი დათრგუნვილი. შესაბამისად, ეროვნული უსაფრთხოების პრობლემა წყდებოდა ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების გაძლიერებისა და მათი ეფექტური ორგანიზაციის დონეზე. თანამედროვე პირობებში, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება განიხილება არა მხოლოდ სამხედრო-პოლოტიკურ, არამედ ეკონომიკურ სისტემასთან მჭიდრო კავშირში.
Source: ნატროშვილი გიორგი. ეროვნული უსაფრთხოების მიზნები, ფაქტები და მაჩვენებლები // ახალი აზრი, №8 (14),– დეკემბერი,
• პოლიტიკურ ლექსიკონებში ტერმინი ,,ეროვნული უსაფრთხოება” აშშ-ის 1901-1909 წლებში პრეზიდენტის თეოდორ რუზველტის დამსახურებით აღმოჩნდა. მან 1904 წ. აშშ-ს კონგრესს გაუგზავნა მიმართვა, რომელშიც პანამის იმ ტერიტორიების ოკუპირებას, სადაც მომავალში არხი უნდა აშენებულიყო, ასაბუთებდა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებით. თ. რუზველტის დამსახურებაა, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან აშშ-ის საგარეო პოლიტიკამ უფრო აქტიური ხასიათი მიიღო და ამ ქვეყნის გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები პრიორიტეტული გახდა. მას შემდეგ ,,ეროვნული უსაფრთხოების” ცნება უფრო დაიხვეწა და გაფართოვდა. მაგალითად, ცნობილმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა ჰანს მორგენტაუმ ეროვნული უსაფრთხოების პრობლემებში ჩართო არა მარტო სამხედრო, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ყველა საკითხი. აშშ-ი მსოფლიოში პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ეროვნული უსაფრთხოების პრობლემების გადასაჭრელად მიიღო შესაბამისი კანონი (1947 წ.) და იმავე წელს შექმნა სპეციალური სტრუქტურა - ,,ეროვნული უსაფრთხოების (უშიშროების) საბჭო”. შემდგომ პერიოდში აღნიშნული პრობლემების მეცნიერული კვლევა მსოფლიოში კიდევ უფრო გაფართოვდა, თუმცა აშშ-ი ამ მხრივაც ლიდერად რჩებოდა. გამოქვეყნდა მთელი რიგი სამეცნიერო ნაშრომები და სტატიები (უ. ლიპმანის, ჯ. რენერის რ. კენანის და სხვ.), სადაც განხილული იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხები. აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი აღნიშნავდა, რომ ეროვნული უსაფრთხოება მოიცავს ყველა სფეროს სადაც საზოგადოების სიცოცხლისუნარიანობის საკითხები წყდება. ის მიიჩნევს, რომ თ. რუზველტი იყო პირველი ამერიკელი პრეზიდენტი, რომელიც ასაბუთებდა, რომ აშშ-ს ვალია გაავრცელოს საკუთარი გავლენა მთელს დედამიწაზე და სხვა ქვეყნებთან ურთიერთობები ააგოს ეროვნული ინტერესების კონცეფციის საფუძველზე. ასევე ცნობილი მეცნიერის და პოლიტიკური მოღვაწის ბჟეზინსკის აზრით კი, ქვეყნის უსაფრთხოება დამოკიდებულია, არა მარტო სამხედრო ძლიერებაზე არამედ ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ, მორალურ და სხვა სფეროებში სიძლიერეზე. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკური უსაფრთხოების ერთიანი სისტემა სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის და პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი და ამავე დროს მისი საფუძველია.
Source: ალადაშვილი ბესიკ. ეკონომიკური უსაფრთხოების არსი, მიზნები და მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოში // ახალი აზრი, № 1 (15), – 2004

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем сделать НИР

Полезное


Смотреть что такое "ეროვნული უსაფრთხოება" в других словарях:

  • ეკონომიკური უსაფრთხოება — • წინასწარ განსაზღვრულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ძალისმიერ და ა.შ (სოციალურ, ტექნოლოგიურ, ინფორმაციულ, ეკოლოგიურ, სამართლებრივ და სხვ.) ღონისძიებათა კომპლექსური სისტემა, რომლის განხორციელებაც უზრუნველყოფს პიროვნების, საზოგადოების და სახელმწიფოს… …   Georgian encyclopedia

  • პიროვნული უსაფრთხოება — • ცნება საერთაშორისო ლექსიკონში 20 ე საუკუნის ბოლოს გამოჩნდა. მანამდე 300 წლის განმავლობაში მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების იდეა იყო ნაცნობი და მიღებული ცნება. სახელმწიფოები უფლებამოსილი იყვნენ და მათგან მოელოდნენ ტერიტორიული მთლიანობის დაცვას… …   Georgian encyclopedia

  • კლასიკური (ტრადიციული) რეალიზმი — ბატონობდა მეოცე საუკუნის ბიჰეივიორისტულ რევოლუციამდე. კლასიკური რეალიზმი ძირითადად ეყრდნობოდა ისეთ ნორმატიულ ფასეულობებს როგორიცაა ეროვნული უსაფრთხოება და სახელმწიფოს თვითგადარჩენა. ამასთანავე, კლასიკური რეალიზმის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი… …   Georgian encyclopedia

  • უსაფრთხოების პოლიტიკა — • ევროპის უსაფრთხოებისათვის რისკ ფაქტორებად და, ამდენად, უსაფრთხოების პოლიტიკის უშუალო სფეროდ ითვლება ორგანიზებული დანაშაული, ნარკოტიკების უკანონო გადაზიდვები, ბირთვული კონტრაბანდა, პოლიტიკური უწესრიგობის მოწყობა და აჯანყებები, ტერორიზმი,… …   Georgian encyclopedia

  • პოლიტიკური რეალიზმი — სხვა საერთაშორისო ურთიერთობების თეორიებისგან განსხვავებით ხატავს საერთაშორისო ურთიერთობების სევდიან სურათს. საერთაშორისო ურთიერთობები დანახულია როგორც მკაცრი კონკურენცია ქვეყნებს შორის, რომლებსაც არანაირი მიზეზი არ აქვთ ერთმანეთს მიენდონ მაშინ,… …   Georgian encyclopedia

  • ნეორეალიზმი — 60 70 წლებში წამოჭრილმა მეორე დებატებმა საერთაშორისო ურთიერთობებში პოზიტივისტებსა და ბიჰეივიორისტებს შორის გარდამტეხი გავლენა იქონია რეალიზმზე, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაზე. ამ პერიოდში სათავე დაედო ნეორეალიზმს, რომლის მიდგომა… …   Georgian encyclopedia

  • ლიბერალიზმი — • (ლათ. liber თავისუფალი) ფილოსოფიური, ეკონომიკური და პოლიტიკური სწავლებაა, რომელიც გამომდინარეობს ადამიანის თავისუფლებიდან, განკარგოს საკუთარი თავი და საკუთრება. ლიბერალიზმის იდეალია საზოგადოება, სადაც ყველას აქვს მოქმედების თავისუფლება, სადაც… …   Georgian encyclopedia

  • გადარჩენა — ყველა სახელმწიფოს უპირველეს მიზანს გადარჩენა წარმოადგენს. ესაა უპირველესი ეროვნული ინტერესი, რომელიც ყველა პოლიტიკურმა მოღვაწემ უნდა დაიცვას. ყველა სხვა მიზნები, ისეთები, მაგალითად, როგორიცაა ეკონომიკური განვითარება მეორადია („მდაბიო პოლიტიკა“).… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»